“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რეალური საუბარი. სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს გამოძიება, შესწავლილი უნდა იქნას ფირი. ამ ჩანაწერით ვლინდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების. ის, რომ მთელი ეს პროცესი არის უკანონო და სავსებით სამართლიანად თვლიან ისინი, რომ ამას მოყვება ძალიან დიდი სახალხო მღელვარება და ეს შეიწირავს ამ ხელისუფლებას. ეს არის შიში მათ თვალებში. შიში პირველ რიგში მათი არაკანონიერი ქმედების გამო. ის, რომ ქალბატონი წულუკიანი ატყუებს მოსახლეობას და სინამდვილეში აგულიანებს თავის მომხრეებს, რომ სააკაშვილს გაუმკლავდებიან. სინამდვილეში ექსტრადიციის მოთხოვნაზე, წერილიც კი არ არის გაგზავნილი პოლონეთში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობილი რუსი ,,პრანკერები“ (სატელეფონო ხულიგნები) ვოვანი და ლექსუსი (ვლადიმირ კუზნეცოვი და ალექსეი სტალიაროვი), რომლებიც პოლიტიკოსების გამასხრებით არიან ცნობილი, ,,კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოს შს მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბარს ასაჯაროვებენ.
,,ჩვენ დავუკავშირდით მას, როცა იმყოფებოდა ბათუმში და წარვსდექით, როგორც უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი და ვაცნობეთ, რომ სააკაშვილი ჩამოდის უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ ის გადავცეთ თბილისს“ - აღნიშნავს სტალიაროვი.
,,მღებრიშვილმა საპასუხოდ განგვიცხადა: ,,ეს ადამიანი ჩვენ აქ რა ჩემს... გვინდა“. თუმცა მინისტრმა მოგვიანებით გადაწყვიტა კონსულტაცია გაევლო პრემიერ კვირიკაშვილთან.
მან სთხოვა ჩვენთვის გადმოეცა: ,,თუ არის შესაძლებელი, ეს ავანტიურისტი აქეთ არ გამოაგზავნონ. იყოს ბომჟად!“ - იტყობინება სტალიაროვი.
მასალის გამოყენების პირობები






