იამორ შტეტინა, ევროპის პარლამენტის წევრი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის წერილით მიმართავს:
„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო სააკაშვილო,
მე, როგორც ევროპის პარლამენტის წევრი რეგულარულად ვარ ინფორმირებული უკრაინისა და საქართველოს აქტუალურ საქმეეზე და ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების თემებზე. მე დიდი სიხარულით მივესალმე შეთანხმების ასოციაციას ევროკავშირსა და უკრაინა-საქართველო შორის. მე მხარი დავუჭირე სავიზო ლიბერალიზაციას უკრაინასა და საქართველოში. უვიზო რეჟიმი უკრაინასა და საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირის შემადგენლობაში შესვლის გზაზე.
მე მაღალ შეფასებას ვაძლევ ბატონო პრეზიდენტო თქვენს ღვაწლს საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალი კარების გაღებაში, რაც ევროკავშირისა ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. თქვენი საქართველოსადმი ერთგულების გარეშე ვერ გადაწყდებოდა ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგა, რომელმაც საზოგადოება საბჭოთა კოლონიის სტატუსს ჩამოაშორა და ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისკენ მიმართულება მისცა.
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, მე ღრმად ვაფასებ თქვენს უკომპრომისო პოზიციას რუსეთის არმიის აგრესიასთან მიმართებაში, რომელიც მან 2008 წელს განახორციელა თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე ბრძოლას და უარყოფას თქვენს წინააღმდეგ მიმართულ სიცრუეზე დაყრდნობილ პროპაგანდისტულ თავდასხმაზე, რომელიც ამ აგრესიას სდევს თან დღემდე.
მე აღფრთოვანებული ვარ ბატონო პრეზიდენტო იმ წარმატებებით, რომელიც გამოსცადა თქვენმა კორუფციასთან ბრძოლამ საქართველოში. მე პატივს ვცემ თქვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ამ გამოცდილების უკრაინაში განსახრციელებლად.
ევროპის პარლამენტში მე ხშირად გამოვდივარ იმ არსებული შემთხვევების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში შერჩევით სამართალს უკავშირდება. პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების და ყოფილი პოლიტიკური სტრუქტურების კრიმინალიზაციის ადგილი არ არის ევროპაში. ყოფილი პრეზიდენტის მისამართით გაცემული დაპატიმრების ოდერით დღევანდელი საქართველო ვერ დაიმსახურებს პატივისცემას.
მე ვიქნები ჭეშმარიტად მოხარული ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ შეძლებთ დაბრუნდეთ საქართველოში და უკრაინაში მე გისურვებთ თქვენ ყველაფერს საუკეთესოს ყველა იურიდიულ პროცედურებსა და სასამართლოებში, რომელზეც თქვენ გააკეთეთ მინიშნება
საუკეთსო სურვილებით და პატივისცემით თქვენი იამორ
პრაღა 11.08. 2017 წელი:, - ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






