მიხეილ სააკავსილის დაცვის ყოფილი უფროსი პროკურატურას სიცრუესი ადანაშაულებს. თემურ ჯანაშია თავის უფლებადამცველებთან ერთად, პროკურორ ნათია სონღულაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ნათია სონღულაშვილი აცხადებსს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იგივე სახის ხარჯები მინიმუმამდე დავიდა.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პირველ რადიოში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2013 წელს სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის, ანზორ ჩუბინიძის, მიერ სამსახურის ხელმძღვანელობის დროს, პრეზიდენტის საჭიროებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი აქვს გახარჯული.
„როგორ შეიძლება, არ იყოს სავალდებულო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება შესასრულებლად სამსახურის ხელმძღვანელისთვის,“ - აცხადებს ბექა ბასილაია.
მასალის გამოყენების პირობები






