"საქართველოს შეუძლია, სრულიად თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონ ვიზიტორს" - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 10:16, 12 Aug, 2017     2131

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი" დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

პრემიერმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზმჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თამაზ მჭედლიძე არის ადამიანი, რომელმაც დღეს საქართველოშინულიდან შექმნა ეს საოცრება- შექმნა განსხვავებული რამ, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ვიდრე იქნებიან ასეთი პატრიოტები, ქვეყანა აუცილებლად წინ წავა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თქვენ გეყოლებათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იმისთვის, რომ ასეთი კერები საქართველოში სხვაგანაც განვითარდეს", - მიმართა პრემიერმა "ბიოლის" დამფუძნებელს.

საქართველოს მთავრობის მეთაურიმიესალმადავოსის მერის ტარცისიუს კავიეზელისა და მისი მეუღლის საქართველოში სტუმრობას და შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, ასევე, შვეიცარიასთან აქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით.

"შვეიცარია ნამდვილად გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის და მსოფლიოში იმით, რომ ისე განავითარა საკუთარი მთიანი რეგიონები, რომ შეინარჩუნა ავთენტურობა. სწორედ ამის სწავლა გვინდა ჩვენ შვეიცარიისგან. ასევე მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში გასულ შემოდგომას ჩამოსული იყო შვეიცარიის პარლამენტის სპიკერი ქალბატონი კრისტა მარკვალდერი, წელს შემოდგომაზე კი, ჩვენ ველოდებით შვეიცარიის პრეზიდენტის ქალბატონი დორის ლუთარდის ვიზიტს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, კიდევ ერთხელ, გამოხატა მადლიერება შვეიცარიის განსაკუთრებული როლისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

პრემიერ-მინისტრმა დავოსის მერი, მომავალ წელს ბაკურიანში მიიწვია, სადაც საქართველოში ჰოკეის პირველი არენის გახსნა იგეგმება.

გიორგიკვირიკაშვილის შეფასებით,ჩვენს ქვეყნაშიალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შვეიცარიასთან თანამშრომლობა უდიდეს როლს შეასრულებს.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც ვფიქრობ, უდიდესი რესურსი და განვითარების პერსპექტივა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტების სულ უფრო მზარდ მაჩვენებელს. წელს 30%-იანი ზრდა გვაქვს და ვფიქრობ, თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს შეუძლია, სრულიად თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონ ვიზიტორს. ჩვენ უკვე შარშან გადავაბიჯეთ 6-მილიონიან მაჩვენებელს, წელს ვფიქრობთ, 7 მილიონს მივუახლოვდებით და თუ ამ ტემპით ვიარეთ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ, 10 მილიონს გადავაჭარბოთ. 15 მილიონი კი, საქართველოსთვის ის მაჩვენებელია, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - მიკროგრანტების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", აგროტურიზმის განვითარება, ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა ადამიანმა დაინახოს უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც არსებობს თითოეულ დამატებით ჩამოსულ ტურისტსა და საქართველოშითითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. კოჯორშიმდებარეკურორტი „ბიოლი" საქართველოსთვისინოვაციურინაბიჯია, რომელსაცეკოლოგიურადსუფთაგარემოსშექმნასადაცხოვრებისჯანსაღიწესისპოპულარიზაციისსაქმეშიმნიშვნელოვანიწვლილიშეაქვს.

პროექტში 14 მილიონაშშდოლარზემეტიინვესტიციაგანხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42