"თავისუფალი დემოკრატები" თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშებიან - პარტია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:05, 11 Aug, 2017     1388
"თავისუფალი დემოკრატები" 2017 წლის თვითმმართველოს არჩევნებს ეთიშებიან. პარტია ამის მიზეზად პარტიაში შექმნილ კრიზისულ მგომარეობას ასახელებს.

"2016 წლის 8-ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა.

შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42