საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მიმდინარე სასწავლო წელს პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები არ შეიცვლება. აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. განათლების სამინისტროს პროექტის „ჩვენი სკოლა 2020“ პრეზენტაციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების შეცვლის გეგმამ ერთი წლით გადაიწია:
"გეგმაში გვქონდა, რომ პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები შეგვეცვალა, მაგრამ ამ გეგმამ ერთი წლით გადაიწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პედაგოგებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, რათა გაეცნონ ახალ სახელმძღვანელოებს,- ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროს პროექტ „ჩვენი სკოლა 2020“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
განათლების მინისტრის თქმით, სექტემბერში უკვე იქნება ახალი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია:
„საბედნიეროდ, შედგა ჩვენი თანამშრომლობა და ბევრი გამომცემელი მუშაობს სახელმძღვანელოზე. სექტემბერში გვექნება ახალი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტებს ექნებათ დრო, რომ გაეცნონ ამ სიახლეებს. თუ რამე შენიშვნები ექნებათ, შემდეგ ჩვენ და გამომცემლებს გვეექნება შესაძლებლობა შევიტანოთ ცვლილებები“,- აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






