რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე
მავთულხლართები გააბეს. ფაქტს სოფლის რწმუნებული ადასტურებს. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა ზუსტად იმ ადგილზე რამდენიმე 4 თვის წინ იგივე ადგილას ბოძები დაამონტაჟეს დღეს კი მავთულხლართები გააბეს.მოსახლეობის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს.
ფაქტს "ნიუპოსტთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ადასტურებენ:
"ვადასტურებთ ხურჩა- ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში"- აცხადებენ სუს-ში.
ადგილობრივები "ნიუპოსტს" უყვებიან, რომ თხილის სეზონის დაწყებასთან ერთად ისინი შიშობენ, რომ ოკუპანტები კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






