ფარული გარიგება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილ ლიდერებს შორის - რა მოთხოვნას აყენებს სასამართლოს მოგების შემდეგ გოჩა ჯოჯუა
პოლიტიკა - 18:59, 10 Aug, 2017     2126
ვინ არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რეალური ხელმძღვანელი - ეს კითხვა ქდმ-ს ხელმძღვანელობის შესახებ აქტუალიზაციას მას შემდეგაც არ კარგავს, რაც 8 ივნისს, 3 წლიანი დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გოჩა ჯოჯუას მოთხოვნა დააკმაყოფილა: სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის გადაწყვეტილება გაბათილდა.

ჯოჯუა „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ქდმ-ს ყრილობა უკვე გამართულია და თავმჯდომარედ სწორედ ისაა დასახელებული, ამიტომ საჯარო რეესტრმა ეს გარემოება უნდა დაარეგისტრიროს.

ჯოჯუა აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებული ყრილობის ცნობაზე განცხადება სასამართლოში უკვე შეტანილი აქვს. მისივე თქმით, პარალელურად, დროის მოგების მიზნით, მას შემდეგ, რაც რეესტრი შეაჩერებს 6 აგვიტოს ყრილობის აქტს, ისნი ქდმ-ს წევრთა ყრილობის ჩატარებას გეგმავენ.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრო საეჭვოდ, მაქსიმალურად ახანგრძლივებს მასზე დაკისრებული უფლების შესრულებას.

გოჩა ჯოჯუა კიდევ ერთ კანონდარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გადამდგარმა წევრებმა ფარულად ყრილობა მოიწვიეს, „მოქმედი ჟურნალისტები ნიკა ლალიაშვილი და მაგდა ანიკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებად დანიშნეს ხოლო პარტიის თავმჯდომარედ გიორგი ახვლედიანი აირჩიეს“.

რას ასაჩივრებს და რას ითხოვს გოჩა ჯოჯუა:

„ყრილობამ, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო და გააუქმა მისი შედეგები მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ საჭიროა 6 მაისის მდგომარეობას დავუბრუნდეთ, ამ მდგომარეობით კი პარტიის თავმჯდომარეობიდან გიორგი თარგამაძე უკვე გადამდგარია...

სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ნიკა ლალიაშვილმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან მოიწვია ყრილობა, თუმცა მის ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. ანუ მან ბათილად ცნობილ ყრილობაზე პასუხისმგებლობა აირიდა. საინტერესო კი ის არის, რომ დღეის მდგომარეობით, იგივე ლალიაშვილი თავიდან აწერს ხელს დოკუმენტს.

ბატონმა ახვლედიანმა და კომიტეტის სხვა წევრებმა, რახან პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდნენ გადაწყვიტეს, რომ კომიტეტის წევრებმა თავიდან უნდა მოიწვიონ ყრილობა. მათი განმარტებით აღადგინეს სტატუსქვო. მათ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თაღლითურად ვაფასებ. ამ ადამიანებს კავშირი არ ჰქონიათ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან, ჩვენ სამართლიანობის აღსადგენად ვიბრძოდით. ამის ფონზე ეს ადამიანები თავიდან იკრიბებიან და ხელს აწერენ თავმჯდომარის არჩევას.

მე ვფიქრობ, რომ ისინი დოკუმენტს მარეგისტრირებელ ორგანოში კიდევ ერთხელ გააგზავნიან. ჩემი მხრიდან მე მარეგისტრირებელ ორგანოს ღია წერილითაც მივმართე, წერილიც შეტანილი მაქვს, თუ ის ახვლედიანის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტს დაუშვებს, სამართლებრივ ბრძოლას დავიწყებ და გონივრული ეჭვი გამიჩნდება, რომ ამ თაღლითურ სქემაში მარეგისტრირებელი ორგანოც გარეულია“- აცხადებს ჯოჯუა.

მისი შეფასებით, თუ ახვლედიანის გუნდი ყრილობის შედეგებს რეგისტრაციაში გატარებას მოახერხებს ეს არაოფიციალური პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებად ჩაითვლება.

მისი თქმით, ის თავის მხრივ გუნდთან ერთად ყრილობას მას შემდეგ ჩაატარებს, რაც ოფიციალურ დადგენილებას მიიღებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამართლებრივ-იურიდიული აქტის შეჩერების შემდეგ, საჯარო რეესტრმა დადგენილება უნდა გამოსცეს“- ამბობს ჯოჯუა.

პოლიტიკოსის პრეტენზიები ახლა ბურჯანაძისკენ ნაკლებადაა მიმართული, რადგან მისი შეფასებით „დემოკარტიული მოძრაობის“ ლიდერი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და პასუხისმგებლობაც აირიდა.

„დღეს ახვლედიანი და ძველი კომიტეტი, რომლებსაც ქდმ-სთან შეხება 2014 წლის 6 მაისიდან არ აქვს ცდილობენ ხელში ჩაიგდომ ეს მოძრაობა და ქდმ-ს სამართალმემკვოდრე გახდნენ“- აღნიშნა ჯოჯუამ და იქვე დასძინა, რომ გიორგი ახვლედიანს და მის მეგობრებს საბიუჯეტო სარგებლის მითვისების სურვილი ამოძრავებთ.

„თავიდანვე როცა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდა, ერთადერთი მიზანი იმ სიკეთეების გამოყენება იყო, რაც კვალიფიციურ სუბიექტს გააჩნია: სარეკლამო დრო, საბიუჯეტო თანხები და სხვა... დღეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამი წლის განმავლობაში არაუფლებამოსილი პირი განკარგავდა თანხებს და დღეს, უკვე გადამდგარი პირები თაღლითურად ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ის რის სამართალმემკვიდრეობასაც სამი წელია დავიბრუნოთ“- განმარტა ჯოჯუამ.

ცნობისთვის, 2013 წელს ქდმ-ს თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე თანამდებობიდან გადადგა, პარტიის პოლიტსაბჭომ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანება გადაწყვიტა. გოჩა ჯოჯუა კი ქდმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ და ორგანიზაციის წევრებთან ერთად ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნა, რის გამოც 2014 წლის აგვისტოდან დავა სასამართლოში დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42