GEM FEST-ის ფინანსური ზარალი - ,,ეს იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი... ყველას გადავუხდი ბოლო თეთრამდე“
სოც.მედია - 18:52, 10 Aug, 2017     22461
ანაკლიაში GEM FEST-ის ერთთვიანი ფესტივალი დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების მფლობელები მოგებას ვერ ნახულობენ და კაფეებს ხურავენ.

"ჯემ ფესტის" დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ კრიზისის შესახებ კომენტარს ფეისბუკზე აკეთებს. როგორც ცნობილია, ის უცხოეთში იმყოფება. . გთავაზობთ გიორგი სიგუას პოსტს უცვლელად:

"გთხოვთ გააზიაროთ

არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები , ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი : წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად,საერთო ნერვული ფონი და ქმედებები…

მოდით პატარა ზედაპირული ფისკალური ანალიზი გავაკეთოთ

კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს,როგორც ქვეყნის შიგნით,ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში,მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების,ასევე შემოსავლების შესახებ). ამ წუთასაც ამ უცხოელ პრტნიორებთან ვიმყოფები და ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას .

რა არის გამოსავალი ? მხოლოდ ერთი, რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის რომ მე პირადად და ჩემი გუნდი, არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად,საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული არსებული ვენდორით(მოაიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები. ისე , რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის,კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ და გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს, ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო არამედ, კერძო ინვესტიციით.

ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი,რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ რა თქმა უნდა იქნება ნება ყველა მხრიდან,რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ" -წერს სიგუა ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42