„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუცავა მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური საკითხები, რაზეც ოპოზიცია უკვე მრავალი თვის განმავლობაში საუბრობს, მმართველი გუნდისთვი ძალიან კარგად არის ცნობილი და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თუ როგორ კონსტიტუცია მიიღებენ:
„ფუნდამენტური საკითხები, რაზეც ოპოზიცია უკვე მრავალი თვის განმავლობაში საუბრობს, არის სწორედ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ამას ჩვენი მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, ასევე არის საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება, რომლითაც საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გადავა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, რასაც ქართული ოცნება თავად ჰპირდებოდა საქართველოს ამომრჩეველს ჯერკიდევ 2012 წელს და პროპორციულ სისტემასთან დაკავირებული სხვა საკითხები, მმართველი გუნდისთვი ძალიან კარგად არის ცნობილი ოპოზიციის პოზიციები, ახლა უბრალოდ მთლიანად ბურთი მათ მოედანზეა და უნდა გადაწყვიტონ რა სურთ, უნდათ მართლაც კონსტიტუციის მიღება, რომელიც ასახავს მოსახლეობი ნებას, თუ უნდათ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანივილის ინტერესებზე მორგებული დოკუმენტი“, - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






