ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა
პოლიტიკა - 17:46, 10 Aug, 2017     3879

მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა:

„2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა (დამატებით სსკ-ში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ეროვნული ბანკის განცხადება). კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) დაკისრებას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომელთა მომსახურე კომპანიები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=551

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, სესხის აღების დროს გამოიჩინონ ყურადღება და დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულებას. თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერეთ - cp@nbg.gov.ge „, - ნათქვამია სების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42