"აზადე სპარსულად თავისუფლებას ნიშნავს…გუშინ მთიდან დაბრუნდა გოგო, რომელიც გარდაცვლილი გვეგონა..."
სოც.მედია - 17:01, 10 Aug, 2017     3863

ირაკლი გუჯაბიძე პროფესიით მთამსვლელია, ამჟამად კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს ავტოსტოპის, კარვის და გზად გაცნობილი ადამიანების იმედად.


საინტერესო მოგზაურობის შესახებ ისტორიებს კი ფეისბუკზე წერს, ამრიგად მასთან ერთად მსოფლიოს გარშემო ვირტუალურად მოგზარობს ის 13ათასზე მეტი ადამიანიც, რომელსაც ფეისბუკგვერდი Planet 360 აქვს მოწონებული.

დღეს ირაკლი, ირანელი მთამსვლელის ისტორიას გვიყვება, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა.

"გუშინ მთიდან დაბრუნდა ირანელი მთამსვლელი გოგო, რომელიც სამი დღე გარდაცვლილი გვეგონა, დაბრუნდა სახე დამწვარი, დაღლილი და გასავათებული მაგრამ მწვერვალზე ნამყოფი….


მან ჯერ მარტომ გაიარა აკლიმატიზაცია, მერე მარტომ გაიარა ყველ ბანაკი, ხოდა უცებ სადღაც გაქრა ერთი ღამე.. გაქრა ზუსტად იმ ღამით როცა, დიდ თოვლის სერაკზე მწვერვალის გზიდან ორი კილომეტრის ქვევით წითელი ლაქა შეცნიშნეთ მესამე ბანაკიდან, მერე ვიღაცამ თქა რო დაინახა როგორ ვარდებოდა პატარა სხეული მწევერვალის მისადგომოდან.
მერე როცა პირველმა ჯგუფმა შედარებით ახლოდან ნახა სხეული და რაციაში გადასცა, გარდაცვლილს ყვითელი ბათინკები აცვიაო.
ყველამ ჩათვალა რო დაიღუპა პატარა მარტოდ მოსიარულე ირანელი გოგო, ცოტაზე მეტად ამბიციური და მიზანდასახული ხასიათით, ღიმილიანი სახით და სათვალეებით სახელად აზადე!

აზადე სპარსულად თავისუფლებას ნიშნავს, ხოდა მეც სამი დღე მეგონა რო აქ ხანტენგრის ფერდზე, მომაკვდინებელად დაღლილმა იპოვა თავისუფლება აზადემ... და უნებლიედ გაფრინდა კიდეც.

მაგრამ ეხლა აქ არის, ვეხუტებით და ვერც ხვდება ალბათ რატო უხარია ყველას მისი ნახვა.
თურმე სინამდვილეში, მთის გადაღმა ბანაკიდან ამოსულ ბულგარელ ალპინისტს არ გაუშვა ხელი მთამ, არ გაუშვა უკან და დაიტოვა პატარა ლაქად…. სამწუხაროდ.

ზუსტად იმ დღეს, ჩვენ 5800 ზე გავთხარეთ გამოქვაბული სიმაღლისგან გამოფიტულმა გუნდმა და ერთმანეთზე მიკრულებს გვეძინა თოვლოს სარკოფაგში, სადაც სინამდვილეში იმაზე უფრო თბილა ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. თუმცა დიდი შრომა და ენერგია უნდა გამოთხარო მღვიმე ყინულ ნარევ თოვლში, სადაც ვერც ქარჯ მოგაგნებს ვერც ზვავი და თან 6 კაცი დაიძინებს.
ღამე სუსტად იყო ილია... არც სხვებს გვასკდებოდა ძარღვები მოზღვავებული ენერგიისგან.. შენელებული მოძრაობებით, სუსტი მაგრამ უწყვეტი მუშაობოთ მზის ჩასვლამდე ძლივს მოვასწარით გათხრა. ეხლა დავიძინებთ და ხვალ უკეთ ვიქნებით.
აკლიმატიზაციის მთელი მუღამიც ეგაა, ადიხარ მაღლა იქამდე სანამ ორგანიზმი არ გეტყვის, ვსო ვკვდებით შე კაცო გაბრუნდი უკანო... მერე აძალებ ან ასწავლი თავს იქ სიცოცხლეს, იძინებ და დილით თუ აღმოჩნდა რო სწორად შეარჩიე სიმაღლის ზღვარი, გაუძელი და გადარჩი და ანუ ყველას გაგეღვიძა ადგები და ქვევით დაეშვები, ან თუ ყველა კარგადაა ისევ ერთ ღამეს გაათევ იგივე სიმაღლეზე და დაეშვები მერე უკან..
აი ასე ძალით აჩვევ ორგანიზმს რო იცხოვროს იქ სადაც ადგილი არაა ცოცხალი ორგანიზმის, მერე ისევ ადიხარ და კიდე უფრო ზრდი სიმაღლეს ზღვის დონიდან და ამცირებ მამძილს ცასთან, ცასთან სადაც სადღაც ღრუბლებში დგას საოცნებო მწვერვალი, დგას და ელოდება ვინ გაბედავს დღეს მასთან ხლებას.. ხოდა ეს ყველაფერი ისე უნდა ქნა რო უკან დასაბრუნები ენერგია დაგრჩეს, ზუსტად უნდა გაზომო და გათვალო, ეგაა აქ მთავარი წესი და ბიძინა დირიჟორივით უსმენს ყველას ხველას, სუნთქვას ძილს და განწყობას, ბიჭებიც მუდმივად ვაკვირდებით საკუთარ მდგომარეობას. ეს ძაან მნიშვნელოვანია აქ.
ხოდა დილით ქვევით დავეშვაშო რო თქვა ილიამ, არავის გაუპროტესტებია, ძილით კი ყველას გვეძინა მაგრამ ამ სიმაღლეზე ორგანიზმი ვერ ისვენებს, აქ ის მუდმივად იფიტება და ქვევით წასვლას გთხოვს, თან გამოქვაბულიც არ გვქონდა დიდი. ვერ მოვასწარით ბოლომდე კეთილმოწყობა. დავეშვით სირბილით და რაც უფრო ქვევით ვიწევთ კიდე უფრო იმატებს ენერგია და ძალა, წყლიდან რო ამოყვინთავ მსგავსი შეგრძნებაა.
ეხლა საბაზოში ვართ და ვისვენებთ, ხვალ ისევ მოვიკიდებთ ჩანთას და გავალთ პირველ ბანაკში, მერე ისევ გავივლით საშიშ მონაკვეთს ბუტულკას… ისე გუშინ წინ მიწისძვრა იყო ჩინეთში და აქამდეც მოაღწია ბიძგებმა. ბლომად ყარა ქვა და ყინული მაგ დროს ბუტილკამ, ორი დაშავებული ჩამოიყვანა ვერთმფრენმა, საშიში არაფერი გადარჩნენ მარტივად. ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდნენ უბრალოდ.
მერე პირდაპირ მესამე ბანაკში ავალთ, ჩვენ გათხრილ გამოქვაბულს გავაფართოვებთ, კეთილ მოვაწყიბთ და დავიძინებთ, მერე შევხედავთ როგორ გაგვეღვიძება, ან პირდაპირ მწვერვალზე წავალთ შტურმზე ან ისევ ავიწევთ ზევით, რო კიდე უფრო მაღალზე გავათიოთ ღამე და შემდეგი მთისთვის უფრო მეტად ვიყოთ მზად.
ისე ცასთან ფლირტს გავს აკლიმატიზაციის პროცესი, ეპარები და ეპრანჭები, თავს აწონებ და აჩვევ. ჩემი ბუდისტმა მეგობარმა კალიანმა მითხრა ერთხელ ინდოეთის ჰიმალაებში 5000 ზე, აქო მთებშიო ღმერთებმა ცოტა ჟანგბადი იმიტო დააწესესო, რო მარტო განსაკუთრებულება იარონო…
მაგრამ არ მჯერა მაგისი, აქ ჩვეულებრივი, უსაქმური თავზე ხელაღებულები დაეხეტებიან. არავინ არაფრით განსხვავდება. ყველას ვიღაცა ყავს და ელოდება, ყველას ციღაცა ამხნევებს და ზევით სიარულის ებერგიას ატანს ან პირიქით, ქვევით ექაჩება..
ხოდა ბოლო ორო ღამეა, სულ თბილიში დახვედრილ დასჯებზე და შურისძიებების მორევებზე ვფიქრობ.. სულ არ მიკვირს რატო უნდა ზოგს სულ აქ ყოფნა. მთა ხო ბოროტი არაა, ტყვილა არაფერს დაგიშავებს, არც შენი ბედნიერება ეწყინება და არც შენი ცუდად ყოფნა გაახარებს… მოკლედ რაც არ უნდა შორს იყო ყველგან გწვდება საცეცები..
სამყაროში ხო ყველაფერი სიმებითაა გადაბმული და ყველა გაფაჩუნება ერთმანეთს გადასცემს ვიბრაციას.. ზატო გზიდან იმდენი სიმშვიდე გამომყვა, არ მაშინებს არაფერი...

მაგარი ამინდია დღეს და ხვალ მთაზე გავალთ თუ მიგვიშვა.

ხოდა დღეს მგონია რო “აზადე"ა ყველა, ვინც ზუსტად იცის საით მიდის მისი გზა,

უი მართლა გზაზე გამახსენდა უმაგრესი მოგზაური გავიცანი, უნგრელი..., წელიწად ნახევარში დაარტყა დედამიწას წრე ველოსიპედით. ხოდა ისეთი გასაძრომ გამოსაძრომები მასწავლა პლანეტაზე, ალბათ მარტო მის გასაცნობად ღირდა აქ მოხვედრა.

აი აზადესთან რო ვდგავარ უკან ის ზის სკამზე. ისე კიდე ბევრი ირანელი ჯგუფებია და ყველა საკუთარ რეგიონში მეპატიჟება, აქაური ადგილობრივი ბიჭიც დაგვიმეგობრდა, ჩუმია მარა იმსიღრმეა, გულით და ფიქრებით… არაფერი სჯობია მზისჩასვლისას მასთან საუბარს და აწითლებული ხან ტენგრის ყურებას…

სანამ პოსტს თავი მოვუყარე და ინტერნეტის ყიდვა მოვახერხე, აზადენ მთხოვა გადაღმა ბანაკში ბულგარელი მთამსვლელი მომაძევნინეო, მწვერვალზე გადამიღო ფოტოო და ვეღარ შევხვდიო მერე დაშვებისას. (ირანში მკაცრადაა მწვერვალზე ყოფნის დადასტურების საქმე, აუცილებლად ფოტო უნდა აჩვენო თორე არ ჩაგეთვლება ასვლა,თავი აპარატი კი გაიყინა) ხოდა მე მომიწია იმის თქმა, დმატვრეული ფარსით და ინგლისურით რო სწორედ ის ბულგარელი ბიჭი დაიღუპა ომ დღეს…
იტირა ბერვი აზადემ… კი დვაინახეო რო გაფრინდა რაღაცა წითელიო და კურტკა მეგონა გადავარდაო ან ჩანთაო..
არაუშავს თუ არ დამიჯერებენო ასვლას..

მთას გახედა რო ვემშვიდობებოდო არც გაუგია.. რა ლამაზი მთაააო ხან ტენგრი… რატომ წაიყვანაო ჩემ თვალწინ ორი ადამიანი.
ერთი თვისწინ თურქ მთამსვლელს გაუჩერდა თურმე გული მწვერვალთან ახლოს, აკლიმატიზაციოს გარეშე უცდია ასვლა, ხოდა მაგის მერე მაინც ცადა და ავიდა მთაზე 22 წლის ირანელი გოგო აზადე.
აზადე სპარსულად თავისუფლებას ნიშნავს…

პ.ს სულ რაღაცას საშიშ წერო მომწერენ, მაგრამ არაფერი მსგავსი… უბრალოდ ესეთია მთის ცხოვრება აქ სხვანაირი “ჭორები" და საფიქრალებია. აი ეხლა პაბედიდან დაბრუნებულ ჯგუფს ველოდებით. ეს მეორე მთაა ამ ვანაკიდან ის ბევრად რთული და ღვთაებრივია. არი შანსი რო ჩემი აზერი მეგობარი რუფატი მწვერვალზე იყო და ის გახდა, “თოვლის ჯიქის” წოდების მფლობელი, მეორე მოქალაქე თავის ქვეყნის… მას მხოლოდ ეს მთა აკლდა 5 შვიდიათასიანი მწვერვალიდან… მშვიდობით იარე მეგობარო ყველაფერი კარგად იქნება! ინშალაა! "





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42