რუსეთის ოპოზიციის ლიდერი სერგეი უდალცოვი საპყრობილედან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერმა დღესს პრესკონფერენცია გამართა სადაც განაცხადა, რომ შემოდგომიდან საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებს. უდალცოვმა ასევე ისაუბრა HTB-ს მიერ მომზადებულ ფილმზე, სადაც ფარული კადრები იყო ნაჩვენები. რუსეთის უშიშროების სამსახური მაშინ ირწმუნებოდა, რომ სერგეი უდალცოვი გივი თარგამაძის დავალებით რუსეთში არეულობის პროვოცირებას გეგმავდა:
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციის კონსოლიდირებისთვის. მთელ ჩემს ძალებს ამისკენ მივმართავ. ვერ გამტეხეს და არ შემიცვლია არც ჩემი შეხედულებები, საკუთარი თავის და თქვენს წინაშეც პატიოსან ადამიანად ვრჩები. ბრალდებები ფულზე და ქართველებზე, რაც დრო გადის, უფრო ფარსი ხდება, თარგამაძეს დღემდე ეძებენ, ეს ხომ სასაცილოა. შეიძლება ეძებონ 10, 20, 30 წელი. ეს იყო სპექტაკლი, რომელიც გაითამაშეს და ვიცოდი, რომ სიტუაციის მძევალი ვიყავი. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მხარდამჭერთა ნაწილი მაშინდელი ოპოზიციიდან კმაყოფილიც დარჩა, რადგან პოლიტიკური სივრციდან ხელისუფლებამ მათი კონკურენტის იზოლირება მოახდინა,“ - განაცხადა რუსეთის ”მემარცხენე ფრონტის” ლიდერმა სერგეი უდალცოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






