გურიისა და რაჭის გუბერნატორების შეცვლა - აღნიშნულ საკითხთან მიმართებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე კომენტარს აკეთებს. ალავიძე მიიჩნევს, რომ გუბერნატორების ცვლილება საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება:
"ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ახალი გუნდი მუშაობს, ერთი წელიც არ არის გასული. ახლა იცვლება კიდევ ორი გუბერნატორი, ისინიც ცხოვრებას აგრძელებენ და სხვა სამსახურებში გადადიან, ისეთ სამსახურებში, რომელიც მათთვის კომფორტულია. ეს დინამიური პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის.
გამოწვევები დიდი გვაქვს. ჩვენ სივრცით მოწყობაზე რომ ვსაუბრობთ, ეს სივრცითი მოწყობა ძირითადად გულოსხმობს რეგიონების განვითარებას. აქედან გამომდინარე, რეგიონების ხელმძღვანელები, გუბერნატორები იქნებიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში. გამოვრიცხავ, რომ ეს ცვლილებები არჩევნებს უკავშირდება, გუბერნატორები არჩევნებს არ ატარებენ",-აღნიშნა ალავიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






