კობახიძის თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხზე მოსაზრებები გაყოფილია, თუმცა მიზანი ერთია - საქართველოში ნარკომოხმარება შემცირდეს, შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს. აღნიშნულ თემაზე კობახიძეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვევ „ჯემ ფესტზე“ განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით:
„რაც შეეხება მიზნის მიღწევის გზებს. აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ ამასთან დაკავშირებითაა და სწორი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დისკუსია საჭიროა. რა თქმა უნდა პარლამენტი ამ საქმეში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და პარლამენტი მზადაა, ასეთი დოსკუსიის პლათფორმა თვითონ გახდეს, ჩვენ ცვლილებები აუცილებლად უნდა მივიღოთ. დღევანდელი მდგომარეობა ვფიქრობ, არავისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ისეთი ცვლილებები უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენს საერთო მიზას მიაღწევს. აზრთა სხვადასხვაობას თავისი საფუძველი აქვს, ყველას თავისი არგუმენტები აქვს. მთავარია ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჩვენ სწორი პოლიტიკა შევიმუშავოთ", - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






