ბიბლიოთეკარებმა შეხვედრისას მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს ამ პროექტის ინიცირებისა და საქართველოში საბიბლიოთეკო ქსელის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.
მათი განცხადებით, სწორედ პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტის დახმარებით აღდგა გაუქმებული სოფლის ბიბლიოთეკები.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდამჭერ პროექტს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენას, მათ ტექნიკურ აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ბიბლიოთეკების ინტერნეტით უზრუნველყოფას.
"ამ პროექტის ფარგლებში, არა მხოლოდ აღდგა სოფლის ბიბლიოთეკები, არამედ მათ ახალი ფუნქცია შეიძინეს, - ჩამოყალიბდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის, რომლებსაც ბიბლიოთეკებში სახელმწიფო სერვისების მიღებაზეც მიუწვდებათ ხელი", -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი წყალტუბოში ადგილობრივ ახალგაზრდებსაც შეხვდა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობასა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ ესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






