დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით გაზრდილია.
„მომავალი წლიდან ჩვენ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს ვგეგმავთ. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, დღეს უკვე მომზადების ეტაპზეა. 2018 წლის მეორე კვარტლიდან სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის ნამდვილად რეალობა, რომელსაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება და ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას. ეს არ არის ერთი სამინისტროს საკითხი, აქ აუცილებელია მთელი გუნდის ძალიან კოორდინირებული მუშაობა და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამისთვის აბსოლუტურად მზად არის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






