„ეს საარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული“ - ოპოზიცია სახელმწიფო რწმუნებულების გადადგომაზე
პოლიტიკა - 10:29, 10 Aug, 2017     1066

სახელმწიფო რწმუნებულების თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ კომენტარები კეთდება მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი:

“ადამინების წასვლა თანამდებობებიდან იმდენად სკანდალურად ჟღერდა ყოველთვის, რომ ვფიქრობ ეს საშუალება, მექანიზმი, სკანდალური თემის შემოტანისა, არ უნდათ, რომ დაივიწყონ, მაგრამ რაღაც ახალიც უნდა დავნერგოთ. პრემიერმინისტრის წასვლა მაშინ, როცა მიიჩნევს, რომ წასასვლელია, გუბერნატორის წასვლა მაშინ, როდესაც გუნდი მიიჩნევს, რომ წასასვლელია. ასე რომ, ახალი და განსაკუთრებული ამაში არაფერია“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიცია კი ამ ფაქტს მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო გათვლას უკავშირებს:

“ასე ერთდროულად რეგიონში რამდენიმე გუბერნატორის გამოცვლა რა თქმა უნდა, აღძრავს ეჭვს, რომ ეს არის დაკავშირებული პირდაპირ საარჩევნო პროცესთან. ჩვენი ინფორმაციით, რაჭაში ინიშნება ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში იყო "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,“ - აღნიშნა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი:

“ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, განეკუთნება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ნაწილს. ეს გუბერნატორები დანიშვნის დღიდან წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ხალხს, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იყვნენ. ხელისუფლება მიმართავს მისთვის ნაცად მეთოდს, რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42