ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტს ოფიციალური ვაშინგტონი ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნული, რომ აღნიშნული ფაქტი არათანმიმდევრული და ჟენევის მოლაპარაკებებისთვის შეუფერებელია:. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა:
"შეერთებული შტატები პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში განიხილავს, როგორც არათანმიმდევრულს და შეუფერებელს ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი პრინციპების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც თავად რუსეთია. შეერთებული შტატები სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციაზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით და შეცვალოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღარების შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






