სასამართლომ თეა წულუკიანი კანონდამრღვევად სცნო
პოლიტიკა - 23:37, 09 Aug, 2017     7625
საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი კანონდამრღვევად სცნო. თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების პირველი ინსტანციისგან სიტყვიერი შენიშვნა საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ,,კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა, სადაც წერია:

„თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წლის 21 იანვარს, ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“.

გადაწყვეტილების შესახებ საუბარი არ სურს მინისტრს.

დავა თეა წულუკიანსა და უჩა ნანუაშვილს შორის გასულ წელს დაიწყო, როდესაც ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა დოკუმენტები ვერ მიიღო. ამის შემდეგ არასამთავრობომ რეაგირებისთვის სახალხო დამცველს მიმართა.

ინფორმაცია, რომელის დამალვაც თეა წულუკიანს კანონდამრღვევის სტატუსის ფასად დაუჯდა, სამინისტროში ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს და სხვა წარმომადგენლობით ხარჯებს ეხებოდა. რამდენი დახარჯა პრემიებში დანამატებში და მივლინებებში თეა წულუკიანის უწყებამ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო ამ ინფორმაციას ისევ საგულდაგულოდ მალავს.

სასამართლო სხდომის და სკანდალური დადგენილების შემდეგ ირკვევა, რომ უწყებამ თანხმობა მხოლოდ 2016 წელს გაწეული ხარჯების გაცემაზე განაცხადა და ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციას რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. თუმცა, სადაო 2015 წლის მონაცემები ისევ დამალულია.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42