,,ეს იყო ტყუილების კასკადი... სუპერ-პუმას ხანძრის ჩაქრობის სპეციალური აღჭურვილობა აქვს“ - შაშკინი ხელისუფლების დილეტანტიზმსა და სიცრუეზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:07, 09 Aug, 2017     5890
სუპერ-პუმას გამოყენების საკითხი უკვე მეორედ გახდა მსჯელობის საგანი. პირველად 13 ივნისის სტიქიის დროს, როცა ოპოზიციას კითხვები ჰქონოდა მთავრობასთან, რატომ არ მოხდა უახლესი ტიპის ვეტმფრენის გამოყენება სამაშველო ოპერაციისთვის და მეორედ, გუშინ, მთაწმნიდაზე გაჩენილი ხანძრის დროს, როცა არსებული რელიეფიდან გამომდინარე, მეხანძრეებისთვის არცთუ ისე მარტივი იყო ცეცხლის ჩაქრობა. 13 ივნისს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობდა - ,,იდიოტიზმია... სუპერ-პუმა მხოლოდ კომფორტისთვისაა, 13 ივნისის ღამეს ვერაფერს გავაკეთებდით“.

თბილისის მერი გუშინ აცხადებდა, რომ სუპერ-პუმას გამოყენება უსაფრთხოების კომპონენტიდან გამომდინარე არ მოხდა, რადგან მისივე სიტყვებით, სუპერ-პუმასთვი არსებული რელიეფი და ღამის ხილვადობა პრობელმა იქნებოდა.

ოპოზიციის მხრიდან უკვე მეორედ გაისმა საყვედური და კრიტიკა მთავრობის მისამართით, რატომ არ იყენებს ხელისუფლება უახლესი ტიპის ვერტმფრენებს.

სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს მფრინავი, იოსებ არჯევანიშვილი განმარტავს თუ რატომ არ მოხდა გუშინ მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის დროს "სუპერ პუმების" გამოყენება.

როგორც არჯევანიშვილი, აცხადებს ასეთი კონკრეტული შემთხვევებისთვის ვერტმფრენები განკუთვნილი არ არის და ამ ფუნქციის შესრულება არ შეუძლია.

,,ნიუპოსტი“ წინა ხელისუფლების თავდაცვის მინისტრს დაუკავშირდა, რომელიც სამაშველო ოპერაციების დროს სუპერპუმას გამოყენების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 13 ივნისის სტიქიის დროს საუბრობდა და მის დანიშნულებას დეტალურად განმარტავდა. დიმიტრი შაშკინი დღესაც იგივე აცხადებს და ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მორიგ ტყუილს და დილეტანტიზმს, როცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ვეტმფრენის გამოყენება ძლიერი ხანძრის დროს შეუძლებელი იყო.

,,2012 წელს მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, 2 სუპერ-პუმა იმ მომენტისთვის იყო თავდაცვის ბალანსზე, მესამე სსუპერ-პუმას ჩვენ ველოდებოდით. მე როგორც თავდაცვის მინისტრი, ამ ვერტმფრენებზე ვაგებდი პასუხს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ვერტმფრენი, რომელიც არსებობს მსოფლიოში და ის ცნობილია ,,ევროკოპტერის“ სახელით. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ ვერტმფრენების შესახებ. პირველი სუპერ-პუმა იყო მაღალი რანგის სტუმრებისთვის განკუთვნილი და მისი ამოცანა იყო ასეთი რანგის სტუმრების სწრაფი გადაადგილება საჭიროების შემთხვევაში. მეორე სუპერ-პუმა იყო ჩვეულებრივი სამაშველო-სატვირთო ვერტმფრენი, როელიც ჩამოვიდა კომპლექტაციაში და ის საშუალებას იძლეოდა, სამაშველო და სამხედრო ოპერაციების წარმოების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი აღჭურვილობა საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, სწორედ ამისთვის იყო განკუთვნილი და ამაზე მუშაობდნენ ფრანგი და ქართველი სპეციალისტები. ხაზს ვუსვამ, ეს არ იყო სამხედრო ვერტმფრენი, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. დილეტანტებისთვის რომ ავხსნათ, არსებობს საბრძოლო ვერტმფრენები, რომელზეც არის იარაღი დამონტაჟებული და არის სატრანსპორტო სამაშველო, რომელზეც შესაძლებელია იარაღის დამონტაჟებაც, მაგრამ მისი პირველადი ფუნქცია არის არა იერიშის მიტანა, არამედ სამაშველო ღონისძიება.

ეს იგივეა რომ შევადაროთ მი-24, რომელსაც ეძახიან ,,კრაკადილს“ და არის მი-8, რომელზედაც შეგვიძლია იარაღაი დავამონტაჟოთ, მაგრამ მი-8-ს მთავარი ფუნქცია ცოცხალი ძალის გადაყვანა და სამაშველო ოპერაციების ჩატარებაა. მაგრამ ეს არის ძალიან დაძველებული ვერტმფრენი, რომელსაც საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე ვერ გამოიყენებ, მარტივი მიზეზების გამო, მი-8-ს არ აქვს ნავიგაცია და ის ვერ ადის 2000 მეტრზე ზემოთ რისკის გარეშე“ - აცხადებს შაშკინი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს და განმარტავას, რომ სუპერ-პუმას სპეციალური დანადგარი მოჰყვა, რომელიც ხანძრის ჩაქრობისთვის არის განკუთვნილი.

,,მოვისმინე კომენტარები, რომ ღამე იყო და ვერ გამოვიყენეთ სუპერ-პუმაო. ეს იყო კასკადი ტყუილების და დილეტანტური შეფასებების. სუპერ-პუმაზე არის ადმონტაჟებული 21-ე საუკუნის აპარატურა, აქვს ნავიგაცია, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ოპერაციების ჩატარების ღამის პერიოდში.

გარდა ამისა, სუპერ-პუმას მოჰყვა ანტისახანძრო აღჭურვილობა, ჩამოიტანეს სპეციალური დანადგარი რომლითაც ხდება ხანძრის ჩაქრობა. სუპერ-პუმა ჩვეულებრივად შეასრულებდა ამ ოპერაციას. გუშინ დავთვალე და ხანძრის ჩასაქარობად საჭრო იყო 25 წუთი, ანუ ის აეროდრომიდან უნდა აფრენილიყო, გადასულიყო თბილისის ზღვაზე, ამას 10 წუთი უნდოდა, 5 წუთი იყო საჭირო ავზისთვის წყლის ასაღებად და 10 წუთში იქნებოდა მთაწმინდაზე. სუპერ პუმა 25 წუთში შეასრულებდა ამ ამოცანას ყველანაირი რისკისა და პრობლემების გარეშე. არანაირის საფრთხე მას მთაწმინდაზე არ ემუქრებოდა, ამას გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42