საქალაქო სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულს სიუჟეტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:44, 09 Aug, 2017     1251
თბილისის საქალაქო სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულს სიუჟეტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სიუჟეტში საუბარია წლების წინ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც ხელახალი გამოძიების ჩატარების შედეგად გამამართლებელი განაჩენები დადგა.

„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტს სახელწოდებით „მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი - რა პრობლემის წინაშე დგანან ყოფილი პატიმრები“. სიუჟეტში საუბარია წლების წინ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც ხელახალი გამოძიების ჩატარების შედეგად - გამამართლებელი განაჩენები იქნა მიღებული.

სიუჟეტის ავტორი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული საქმეების განმხილველ მოსამართლეზე იმ კონტექსტში, უნდა დაინიშნონ თუ არა ასეთი მოსამართლეები თანამდებობაზე ხელახლა. აღსანიშნავია, რომ როგორც თავად სიუჟეტის ავტორი განმარტავს გია გვიჩიანის და თამაზ გოგიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვალა გამამართლებლით. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ფაქტებზე, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და შესაბამისად მათზე არ უმსჯელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიუჟეტში განხილულ საქმეებზე დამდგარი განაჩენების კანონიერება და სამართლიანობა თავის დროზე შეამოწმა როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლოებმა და ძალაში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მიიღება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია სიუჟეტის უარყოფითი პათოსი, ხსენებულ საქმეებზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოსამართლე ნინო სანდოძის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით”- აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42