,,ჩვენი ჯიბიდან ამ უწყებამ 20 მილიონზე მეტი მიიღო“ - უდუმაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმებას ითხოვს
პოლიტიკა - 17:55, 09 Aug, 2017     1736
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული რესურსი კი შესაბამისი უწყებების გაძლიერებას მოხმარდეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა ისაუბრა.

„გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მომსწრე, თუ რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებებში. რომ არა მეხანძრეების თავდადებული მუშაობა, ხანძრის შედეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილყო. და ეს იმ დროს, როდესაც მთავრობაში უკვე სამი წელია კრიზისების მართვის საბჭო ფუნქციონირებს. თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება დღემდე გაურკვეველია.

კრიზისების მართვის საბჭო რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს წარმოადგენს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 3 მილიონ- ნახევარი უჯდება და აქედან 2 მილონ-ნახევარი მხოლოდ სახელფასო ფონდია. იქ დასაქმებული 78 ადამიანის საშუალო ხელფასი კი უპრეცედენტოდ მაღალი - 2600 ლარია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამ უწყებამ 20 მილიონზე მეტი მიიღო.

ეს უწყება რომ არაქმედითუნარიანია ჯერ კიდევ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩნდა. გუშინ კი საერთოდ არ ჩართულა მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში. ამიტომ, უმოქმედო საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული რესურსები კი შესაბამისი უწყებების ტექნიკურ აღჭურვასა და გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.

რაც შეეხება მაკოორდინირებელ ფუნქციას, რომელიც დღეს კრიზესების მართვის საბჭოს ფორმალურად აკისრია, ეს მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა" - აღნიშნა უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42