დიდი წმენდა თვითმმართველობის არჩევნების წინ - გუბერნატორებს თანამდებობიდან უშვებენ
პოლიტიკა - 16:25, 09 Aug, 2017     4208
დიდი წმენდა თვითმმართველობის არჩევნების წინ - დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გურიის გუბერნატორ, გია სალუქვაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, კვირიკაშვილმა გადაწყვეტილება ხელმოწერით უკვე დაადასტურა.

პაპუნა მარგველიძე მუშაობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გააგრძელებს, ეს უკანასკნელი სამსახურის უფროსის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

მარგველიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბასვილის კადრია, ის გუბერნატორის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა, ყოფილი მაღალჩინოსანი გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, პაპუნა მარგველიძეს არჩილ ჯაფარიძე შეცვლის. ეს უკანასკნელი გასული არჩევნებისას "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

ახალი გუბერნატორი ეყოლება გურიასაც. მოქმედი გუბერნატორი გია სალუქვაძე სამსახურში იმყოფება, თუმცა „ნიუპოსტის“ კორესპოდენტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს კი სალუქვაძის აპატარში უთხრეს, რომ გუბერნატორმა გათავისუფლების თხოვნით მთავრობის მეთაურს პირადად მიმართა.

გია სალუქვაძე სკანდალში გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე გაეხვა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი იყო. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული წინა ხელისუფლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ სკოლის მოსწავლეებს აჩვენა. მაშინ ფაქტს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა.

სალუქვაძის დანიშვნას სწორედ ამ ფილმის გადაღებას და გავრცელებას უკავშირებდნენ.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძის კანდიდატურა აქტიურად განიხილება.

ჭანუყვაძე ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებს. როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, საკითხზე საუბარი არავისთან ჰქონია.

„ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ოფიციალურად არავისთან მქონია“ - აცხადებს ჭანუყვაძე.

გურიის ჯერ კიდევ მოქმედი გუბერნატორის გარემოცვაში ამბობენ, რომ გია სალუქვაძე „სხვა სამსახურში“ გადადის, თუმცა ისინი ჯერჯერობით არ საუბრობენ სად გააგრძელებს საქმიანობას. მათი თქმით „გუბერნატორს რამდენიმე შემოთავაზება აქვს“.

აღსანიშნავია, რომ ორივე გათავისუფლებული ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კვირიკაშვილმა მისი წინამორბედის კადრების წმენდა გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ თანამდებობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმაც დატოვა. პოსტს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულიც გამოემშვიდობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42