მთაწმინდის ფერდობზე გუშინდელი ხანძრისგან მიყენებულ ეკოლოგიურ ზიანს სპეციალისტები სწავლობენ, აღნიშნული ზონა შესაძლოა მეწყერსაშიში გახდეს. შესწავლის შემდეგ, საბოლოო დასკვნა მომზადდება:
„ძირითადი პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ძირითადად გაჩენილი, ბალახს მოეკიდა და ბუჩქოვან სისტემას, ხეების დათვლა და ვიზუალური დათვალიერება მიმდინარეობს, თუ რა მდგომარეობაში არიან და დღის ბოლომდე უკვე გვეცოდინება რეალური სურათი,“ - განაცხადა მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა.
”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ფერდობზე დაზიანებული ხეების მოჭრა დაუშვებელია:
„შემოდგომა მოდის და ახლა ის პერიოდია, როცა შეიძლება, რომ დაირგოს ხეები. ხეების მოჭრა არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაქანება აქვს ფერდობს და შეიძლება მოხდეს ეროზიული გამოვლენები და მეწყერი ჩამოწვეს. თვითონ ბუნებასაც შეუძლია აღდგენა, უბრალოდ, რამდენად არის კარგად ჩამქრალი, ამას უნდა ძალიან დიდი ყურადღება, იმიტომ რომ მთაწმინდის ამ მონაკვეთისთვის მიწისქვეშა ხანძრებია დამახასიათებელი,“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






