რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა
პოლიტიკა - 13:42, 09 Aug, 2017     5380
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა.

"12 ივლისს პუტინის ხელისუფლებამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევრო ჩაურიცხა.

საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის საქმე, ერთ - ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში დააკმაყოფილა. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა.

გასული წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელე შიოშვილის საჩივარი დააკმაყოფილა და რუსეთს მორალური ზაინის ანაზღაურებისთვის 30 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსმა სამართალდამცველებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს. შემდეგ კი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეს, საქართველოსკენ მატარებლით მგზავრობისას დაღესტანში ქალაქ დერბენდში დოკუმენტების გაუმართაობის მოტივით გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცეს. ასთმით დაავადებული ცხრა თვის ფეხმძიმე ქალი 4 მცირეწლოვან ბავშვთან და სხვა ქართველებთან ერთად 2 კვირის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. უკიდურესად გაწამებულმა ქართულმა ოჯახმა, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო ფეხით გადმოევლო დაღესტან - აზერბაიჯანის საზღვარი. 15 დეკემბერს კი გურჯაანის საავადმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა"- აღნიშნულია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრემლის ანტიქართულ კამპანიას 2006 - 2007 წლებში 7000 - ზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოჰყვა.

ლია შიოშვილისა და კიდევ 10 დეპორტირებულის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42