პუტინის ვიზიტი აფხაზეთში - ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს
პოლიტიკა - 12:34, 09 Aug, 2017     1298
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვიზიტს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ.
უმრავლესობაში თვლიან, რომ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის მიზანი, რეგიონში მცხოვრები ხალხის გულისმოგებაა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან ოკუპირებულ რეგიონებში მიხვდებიან, რომ რუსეთი მარტო დარჩა.

„ეს არის უბრალოდ იძულებითი ნაბიჯი პუტინის, იმიტომ რომ აშკარაა, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთი კარგავს თავის ავტორიტეტს და ბუნებრივია, გარკვეული გაძლიერების ნიშნები უნდა შესთავაზონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, რომ მოსახლეობა დაინახავს, რომ რუსეთი არის მარტო,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობაში“ თვილან, რომ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ, რუსეთზე ზეწოლა გაეგრძელებინა.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგრძელებინა დიმპლომატიური აქტიურობა რუსეთის საწინააღმდეგოდ, ჩვენ პირიქით, მივიღეთ მობოდიშების ტონი რუსეთის მიმართ, საქართველოს მთავრობის წევრებისგან ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკა შედეგს ვერ გამოიღებს და კრემლი თავისი მიზნების განხორციელებას განაგრძობს.

„პუტინს აქვს თავისი გეგმა, რომ მოიგოს გული იქ არსებული უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობის, რომელსაც ძალიან უჭირს ეკონომიკურად, არ აქვს, პრაქტიკულად ჯანდაცვა, არ აქვს პრაქტიკულად, განათლება და პუტინი კარგად ხვდება, რომ თუ საქართველო გააძლიერებს თავის პოტენციალს, შექმნის ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაშინ ბუნებრივია, რუსეთის სტრატეგია არ იმუშავებს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, უახლოეს მომავალში, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის ჯანდაცვის ერთიან სისტემაში ჩაერთვება, 2019 წლამდე კი, რუსეთის ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმს დამატებით 6 მილიარდი რუბლით ანუ დაახლოებით, 100 მილიონი დოლარით დაეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42