გიორგი კვირიკაშვილმა „გილეადის" ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 11:35, 09 Aug, 2017     1061
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი - ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სახელით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადასცა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის განსაკუთრებული როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.

„გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჯონ მარტინის შეფასებით, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესის მასშტაბი შთამბეჭდავია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე ღონისძიებებს, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად.

„გილეადის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ალტონის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელი სამაგალითოა მსოფლიოსთვის.

„C ჰეპატიტის აღმოფხვრა ერთი მხრივ, ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თავისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს, C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, რათა ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრას", - განაცხადა გრეგ ალტონმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის" მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42