პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბორჯომის ტყის აღდგენისათვის მადლობის სიგელი გადაეცა
პოლიტიკა - 10:26, 09 Aug, 2017     1282
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კამპანიის “აღადგინე” შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც აქციის ორგანიზატორებმა ბორჯომის ტყის აღდგენის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად საღამოს იმ კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ტყის აღდგენისათვის სერტიფიკატები გადასცეს.

გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

,,2008 წლის აგვისტოში რუსმა ოკუპანტებმა სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ნაწილის მიტაცებასთან ერთად გაანადგურეს ბუნებაც. ბორჯომის ტერიტორიაზე განადგურდა ტყე და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჩვენს ეკოსისტემას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტყის აღდგენას. მასში ჩართულია უამრავი კერძო კომპანია და ფიზიკური პირი.

პრეზიდენტი სიამოვნებით შეუერთდა ამ კამპანიას და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ ტყის აღდგენაში.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბორჯომის ტყის აღდგენა იქნება წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ჩვენ ისევე წარმატებით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე აღვადგენთ ბორჯომის განადგურებულ ტყეს”, -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღო 150 - მდე კომპანიამ და 5000-მდე ფიზიკურმა პირმა. ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში დაირგო 45 270 ხე, კამპანიის ორგანიზატორია “ბია” და ხორციელდება სტარტაპ “თრიფექსის” ტექნოლოგიური უზრუნველყოფით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42