,,რადგან ვრცელი ტექსტების კითხვა გიჭირთ, ამიტომ მოკლედ გაგაცნობთ იმ დოკუმენტების ამონარიდებს, რომლებიც გუშინ კედელზე დადებულ ჩემს ინტერვიუში მაქვს მოყვანილი და რომლებიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე შემუშავდა!
1997 წელს მოსკოვში გამოქვეყნდა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის გეგმა სახელწოდებით ,,რუსეთის სტრატეგიული ინტერესები სამხრეთში", სადაც შავით თეთრზეა დაფიქსირებული საქართველოს ორად გახლეჩისა და ცალკეულ რეგიონებად დანაწევრების მიზანი!
ამავე გეგმით ისპობოდა ქართული სახელმწიფო, კერძოდ, დასავლეთ საქართველო მიებმებოდა კრასნოდარის მხარეს, აღმოსავლეთ საქართველო კი, ვოლგოგრადის ოლქს (დაღესტნიდან კახეთისკენ დღეს მშენებარე მაგისტრალი, რაიმეზე ხომ არ მიგანიშნებთ?!)
1999 წელს პრემიერ-მინისტრმა პუტინმა სავიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოსთან, გაპრეზიდენტებისთანავე კი, დაიწყო რუსეთის პასპორტების დარიგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში! პარალელურად რუსეთის დუმამ კონსტიტუციაში შეიტანა დამატება, რომლის თანახმადაც,(ციტატა),-,,რუსეთი მის ხელთ არსებული ყველა, მათ შორის,, სამხედრო საშუალებით დაიცავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს!"
უარესიც, იმავე პერიოდში კრემლმა მიიღო ,,რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა" , სადაც ასევე პირდაპირაა დაფიქსირებული (მიაქციეთ ამ პუნქტს განსაკუთრებული ყურადღება), რომ ,, რუსეთი პრევენციულ სამხედრო დარტყმებს განახორციელებს და დაიწყებს ლოკალურ ომებს მის მოსაზღვრე ქვეყნებსა და რეგიონებში, თუ ჩათვლის, რომ რუსეთის ნაციონალურ ინტერესებსა და უშიშროებას საფრთხე ემუქრება ამ ქვეყნებიდან, უწინარესად ესენგეს სახელმწიფოებიდან და რეგიონებიდან!"
გენერალურმა შტაბმა კი, უფრო დააკონკრეტა, განაცხადა რა, რომ ,,რუსეთი მზად უნდა იყოს (ამასაც მიაქციეთ ყურადღება)
ერთდროულად ორი რეგიონალური ომის საწარმოებლადო!" მოგვიანებით კი, უკვე კრემლის მარიონეტი ბაღაბში და კოკოითი გამოყარეს სცენაზე, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ ომის შემთხვევაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიანი ფრონტით გამოვიდოდნენ საქართველოს წინააღმდეგ!
და ეს ყველაფერი ხდებოდა რუსეთის ოფიციალურ პრესასა და ტელევიზიებში მძვინვარე აღვირახსნილი, უბინძურესი და ყოველგვარ ზღვარს გადასული ანტიქართული პროპაგანდის ფონზე!
აი, მოკლედ საქართველოს გასანადგურებლად კრემლში შემუშავებული გეგემების შესახებ (ეს რაც ოფიციალურად ითქვა და გამოქვეყნდა, რაც არა, იმის მიხვედრასაც დიდი ჭკუა არ სჭირდება, ვრცლად ზემოთხსენებულ ინტერვიუში მაქვს საუბარი და შეგიძლიათ გაეცნოთ).
შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია და გეკითხებით, რა გამოსავალი ჰქონდა სააკაშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას, თუ არა ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევისა?!
მეგობრებში ბევრი ოპონენტი მყავს, რომლებსაც შეგნებულად არ ვშლი და არ ვბლოკავ, ამიტომ მივმართავ მათ, აიღეთ ეს დოკუმენტები და მყრალ ყანყრატოებში სთხარეთ კვარაცხელიებსა და ჭყოიძეებს, თარხან-მოურავებსა და ვასაძეებს,ბურჯანაძეებსა და კორკოტებს, ხიდირბეგაშვილ--მძინარიშვილებსა და სხვა რუსეთუმე პროპაგანდონებს! მათ არ ასცდებათ საფლავებში ჩაფურთხება მათივე შთამომავალთაგან!!!“ - წერს ზურაბ მჭედილიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






