რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდა, აღნიშნულს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში შეფასებები მოჰყვა. ”ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი გამოწვევაა საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით.
„დღეს უკვე სრულიად ნათლად ჩანს, რომ რუსეთთან ე.წ. დათბობის და დალაგების პოლიტიკამ ვერანაირი შედეგები ვერ მოიტანა გაუარესების გარდა. ამიტომ, ჩვენი ამოცანა, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს სრული სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს სიტუაციის დაძაბვის და პროვოცირების საშუალება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სრულმასშტაბიანი პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლის წარმოება უცხოეთში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






