სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, პუტინის ვიზიტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს:
„ეს ვიზიტი შედგა 8 აგვისტოს, ომის 9 წლის თავზე და ფაქტობრივად, ამით ღია გზავნილი გააკეთა, რომ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა 9 წლის განმავლობაში და ასევე, აძლიერებს კონტროლს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით მომავალში ოკუპაციას. ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად შეუხრელი და პრინციპული. ამაში ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






