რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინი ხაჯიმბას აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ესაუბრა.
"ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ მთავარია რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს აფხაზეთთან. ჩვენ საიმედოდ ვუზრუნველყოფთ აფხაზეთს უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ რომ ეს მომავალშიც ასე იქნება"- განაცხადა პუტინმა.
"რიას" ცნობით ოკუპანტი ქვეყნის პირველმა პირმა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა რუსი ტურისტების უსაფრთხოების საკითხიც განიხილეს და ამ საქმეში ორივე მხარის ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო კოორდინაციული ცენტრის ჩამოყალიბებაც გაიხსენეს, რომელიც ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაშია აღნიშნული.
თავის მხრიოვ ხაჯიმბამ 2008 წელს განვითარებულ მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 9 წლის წინ რუსეთმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და სამხრეთ ოსეთის განადგურება არ დაუშვა.
მასალის გამოყენების პირობები






