თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" წიგნის "გმირი" პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 18:21, 08 Aug, 2017     1280
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“გაზეთ „პრაიმტაიმის წიგნის „გმირი“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებთან ერთად დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები საკუთარი ერის ღირსების, საკუთარი ერის გაძლიერების და განმტკიცების მიზანს ემსახურება. „თუ რამე აძლიერებს ჩვენს ერს და თუ რამემ მოგვცა საფუძველი დღემდე, ღირსეულად მოვსულიყავით, ეს არის გმირების უკვდავყოფა. თითოეული მოქალაქის უდიდესი პასუხისმგებლობაა თავისი წვლილი შეიტანოს ეროვნული ღირსების დაცვის საქმეში, რადგან ეს გვაერთიანებს და ჩვენს არსებობას ახანგრძლივებს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება და მათი გმირული ბრძოლაა ასახული.

დღესვე ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და გაზეთ „პრაიმტაიმს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გამოცემის დირექტორმა გიორგი ქუთათელაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელების უკვდავყოფას.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის ბოლოს აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილების მონაწილეობით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. „არმიჰოლის“ დარბაზში ასევე შედგა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიების დასასრულს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს წიგნი „გმირი“ საჩუქრად გადაეცათ.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42