„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირით ადრე რუსეთის მიერ მდინარე ფსოუდან საქართველოს სიღრმეში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს იხსენებს და ინტერესდება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებით:
„სოჭის ოლიმპიადამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთმა საქართველოს საზღვარი 11 კილომეტრით (!) გადმოწია გაგრის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში.
მაშინ "ოცნება" გვამშვიდებდა, პრობლემა არაა, აგერ ნახავთ - ოლიმპიადის მერე ისევ უკან გადაწევენო. ოლიმპიადაზე წავიდნენ, მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებს ლოჟებში გვერდი დაუმშვენეს, მეჩირაღდნის მაისურში გადაცმულ სამხედრო მფრინავს მიესალმენ, რომელიც 2008-ში გვბომბავდა, ოლიმპიადის მერე კი გააგრძელეს რუსეთთან მწვანილზე ლაპარაკი.
ხოდა, მაინტერესებს, ივანიშვილის ხელისუფლებამ ერთხელ მაინც თუ დასვა ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე? ნებისმიერ ფორმატში.
და თუ არ დაუსვამს, მაშინ რა ქვია ასეთ ხელისუფლებას?“, - წერს ზაზა ბიბილაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






