„ქართველების და ოსების შერიგებას ხელს ოკუპანტის გავლებული მავთულხლართები უშლის“- გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 16:44, 08 Aug, 2017     1275
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ახლადგახსნილ "2008 წლის აგვისტოს მუზეუმს" დაეხმარება, რომელიც სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან მდებარე უახლოესი სახლის მარანში დღეს გაიხსნა.

გახსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველი დაესწრნენ.

ექსპოზიციის მოწყობის იდეა თავად სახლის მეპატრონეს ლია ჩლაჩიძეს, ომის დროს კასეტური ჭურვით სახლის განადგურების შემდეგ გაუჩნდა. სახლის აღდგენის შემდეგ კი, მარანში ყველა ის ნივთი გამოფინა, რომელიც ომს გადაურჩა.

გიორგი აბაშიშვილმა ომის მუზეუმის შექმნის ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ომის მუზეუმი, ოკუპაციის იმ მძიმე შედეგებს აჩვენებს, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ იწვნია საკუთარ თავზე.

"დღეს 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ არსად იმხელა რესურსი ორი დაპირისპირებული მხარის - ქართველების და ოსების შერიგების არ არსებობს, როგორც ამ ორ, მონათესავე ხალხს შორისაა, ვინაიდან ასე იყო წლების განმავლობაში, ასე გრძელდება დღეს და ასე იქნება მომავალშიც.

ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ქართველების და ოსების შერიგებას უშლის ხელს, ეს ოკუპანტი ძალა და ოკუპანტის მიერ გავლებული მავთულხლართებია.

დღეს გავლებული მავთულხლართები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტს ეშინია ადამიანებს შორის ურთიერთობა, ოკუპანტს ეშინია ქართველებს და ოსებს შორის იმ ურთიერთობის, რომელიც მუდმივად არსებობდა ვიდრე თავად ოკუპანტი ჩაერეოდა ამ ურთიერთობებში და სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოკუპაცია დროებითია და ქართველები და ოსები ყოველთვის შეძლებენ ისეთი ტიპის თანაცხოვრებას, რომელსაც მუდმივად ახერხებდნენ წლების განმავლობაში", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის განცხადებით, ომის მუზეუმს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ყველა იმ საჭიროებით დაეხმარება, რასაც მუზეუმი გადაწყვეტს.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ მუზეუმის მაგალითზე მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს ყველა რაიონში, არსებობდეს სწორედ ოკუპაციის მუზეუმები, ვინაიდან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს სტუმრებს ყოველთვის ახსოვდეთ, თუ რას, როგორ მოქმედებს და როგორ მოქმედებდა ამ ქვეყანაში ოკუპანტი წლების განმავლობაში" , - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გამოფენის გახსნას დღეს კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების საკითხებში მინისტრი, ოპოზიციური პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42