,,რუსეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობაა და ხელისუფლების მეგობრული ტონი კრემლის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს“ - ბადრიძე
პოლიტიკა - 15:25, 08 Aug, 2017     2354
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავი - საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩასვლას 8 აგვისტოს გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის ჩავა პუტინი აფხაზეთში.

აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროს მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი ბადრიძეს დაუკავშირდა, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინი აფხაზეთში ჩავა, აღნიშნული ფაქტი არ უნდა გახდეს აჟიოტაჟის საგანი და არ უნდა ჩაითვალოს რუსეთის პასუხად ვიცე-პრეზიდენტ პენსის საქართველოში ვიზიტზე:

„რაც შეეხება აგვისტოს ომის თარიღს, მეცხრე წლისთავი უკეთეს შემთხვევაში იყო გუშინ, ხოლო მრავალი საბრძოლო მოქმედება დაიწყო ბევრად უფრო ადრე. 8 აგვისტოს ომის თარიღად აცხადებს რუსეთი, რასაც ჩვენ არანაირად არ უნდა ავუბათ მხარი.

რაც შეეხება პუტინის ჩასვლას სოხუმში, თუ ეს მოხდა კარგად არ მესმის, რატომ უნდა იყოს ეს აჟიოტაჟის საგანი ან რატომ უნდა ჩავთვალოთ ეს პასუხად ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტზე საქართველოში, რადგან პუტინი პენსის ან დასავლელი სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტის გარეშეც ჩასულა სოხუმში. უფრო მეტიც, რუსეთის მცდელობაა, მათი ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საერთოდ აგრესია საქართველოში, წარმოაჩინონ, როგორც ერთგვარი რეაქცია რაღაცაზე, მაგალითად, დასავლეთის ქმედებებზე საქართველოში ან საქართველოს სურვილზე ითანამშრომლოს დასავლეთთან და გაწევრიანდეს ნატო-ში. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რადგან რუსული აგრესია დაიწყო დიდი ხნით ადრე, სანამ საქართველოში ვინმე ახსენებდა ნატო-ს“, - აღნიშნავს ბადრიძე.

ანალიტიკოსის თქმთ, რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი აგრესიაც, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობს:

„რუსული აგრესია არის ნაწილი რუსეთის ბუნებიდან გამომდინარე დამოკიდებულებისა საკუთარ მეზობლებთან. ის მეზობლებადაც არ გვთვლის, მიიჩნევს, რომ ჩვენ საერთოდ არ გავქვს უფლება ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაიწყო ამ დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმა. ეს იყო კონფლიქტების გაღვივება ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, შეიარაღებული, პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით ამ რეგიონებში სეპარატისტების მიმართ.

ხოლო, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი თავისით დაიშალა, ეს პოლიტიკა გახდა რუსეთის ინსტრუმენტი, არ დაეშვა საქართველოს მიერ რეალური სუვერენიტეტის მოპოვება და არ დაეშვა საქართველოს მიერ დასავლეთთან კავშირების დამყარება, ანუ ის, რასაც რუსეთი თვლის საქართველოს გაქცევად რუსული გავლენის სფეროდან“, - განმარტავს სპეციალისტი.

გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ რუსულ პოლიტიკაზე, ხელისუფლების შეცვლამ ან მისდამი ლოიალურმა დამოუკიდებულებამ შეუძლებელია გავლენა იქონიოს. ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთს პრობლემა ექნება მანამ, სანამ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ეკონომიკური განვითარებისაკენ.

„რუსულ პოლიტიკაზე შეუძლებელია გავლენა მოახდინოს საქართველოში ან ხელისუფლებების შეცვლამ, ან რომელიმე ხელისუფლების მიერ თუნდაც რუსეთისადმი უფრო მეგობრულმა ტონმა ან ნაკლებად კონფროტაციული პოლიტიკის გატარებამ. პრორუსული ხელისუფლებაც კი ვერ შეცვლის რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რადგან რუსეთს არ აქვს პრობლემა არც რომელიმე ხელისუფლებასთან და მის რადიკალიზმთან, ან პროდასავლურობასთან, არც მის რაიმე ქმედებებთან, მას პრობლემა აქვს საქართველოს დამოუკიდებლობასთან, სანამ ნებისმიერი ხელისუფლება აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს, რუსეთთან პრობლემა გვექნება. როგორც კი ჩვენ დავბრუნდებით 90-იანი წლების დასაწყისში შეუმდგარ სახელმწიფოდ, მაშინ შესაძლოა რუსეთმა შეწყვიტოს აქტიური აგრესიული მცდელობები. ნებისმიერი ხელისუფლება, როემლიც აღმოაჩნეს, რომ მას რუსეთი არ უტევს, შეუძლია ჩათვალოს, რომ მან რაღაც საშინელება გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, მოუსპო მას განვითარების რაიმე პერსპექტივა. სხვა ყველა შემთხვევაში რუსეთის მხრიდან პოლიტიკა არ შეიცვლება. ბოლო 5 წელი ამის კარგი მაგალითია, რამდენი დათმობაც არ უნდა განახორციელოს ამ ხელისუფლებამ, რუსეთი აგრძელებს ბორდერიზაციას, მოქალაქეების გატაცებას და ყოველგვარ წნეხს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც თითქოს უფრო ლოიალურია და ნაკლებად პრობლემატურია რუსეთისთვის“, - განმარტავს გიორგი ბადრიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42