2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ხუთი რუსთაველი ჯარისკაცი: ვახტანგ გზირიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი ლევან იოსებიძე და ბესიკ კაპანაძე დაიღუპნენ. ხუთივე მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელობის მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და თავდაცვის სამინისტროს წარმომადფგენლები დაესწრნენ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში, აგვისტოს ომის რუსთაველი გმირის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, შემოწირულობებით რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.
მასალის გამოყენების პირობები






