"ვწუხვარ, აზრად არ მქონია იმის თქმა, რომ საქართველოში ოკუპაცია არ არსებობს"- დავით სერგეენკო
პოლიტიკა - 14:41, 08 Aug, 2017     3300
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
დავით სერგეენკოს აცხადებს, რომ მას "აზრადაც არ ჰქონია იმის თქმა, რომ საქართველოში ოკუპაცია არ არსებობს".

"გულწრფელად გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო და მჯერა, რომ უახლოეს დღეებში მომეცემა საშუალება დეტალური განმარტება გავაკეთო.

რა თქმა უნდა, მე არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლების დასაწყისიდან და რამდენიმე დამანგრეველი ტალღა იყო და დღესაც ეს უდიდესი პრობლემაა. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ფრაზის შინაარსის განმარტებას შევძლებ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვწუხვარ ასეთ ფორმულირებაზე - ალბათ ჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება. რა შინაარსისაც არ უნდა იყოს - მცოცავი, პროგრესული, ეტაპობრივად ეს არის დამანგრეველი - საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რასაც შეეწირა ასეულობით ადამიანი და ასეულობით ათასი გადაიქცა დევნილად. რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაცია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42