როგორც "ნიუპოსტს" ჩხეიძემ განუცხადა მმართველი გუნდი ცდილობს რუსეთმა რაც შეიძლება ჩუმად და წინააღმდეგობის გარეშე გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის ექსპანსია.
,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს ომს ტრაგედიას უწოდებს, რომელიც მისივე შეფასებით დღესაც გრძელდება.
"ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც 9 წლის წინ მოხდა და რაც დღემდე გრძელდება. ამის ფონზე, სრულიად უარყოფითად ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ამ მხრივ, რომელის ქმედება შეიძლება როგორც კოლაბორაციული, ის (ხელისუფლება) ცდილობს რაც შეიძლება ჩუმად და წინააღმდეგობის გარეშე გააგრძელოს რუსეთმა ექსპანსია და მიითვისოს კიდევ უფრო მეტი ქართული მიწა. მმართველი გუნდის წევრები, ოკუპაციის შესახებ მხოლოდ მაშინ ტეხენ ხმაურს, როცა ამ საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკას იმსახურებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში უსახურ კომენტარებს აკეთებენ, ანდა ამართლებენ რუსეთის ამ აგრესიას.
მართალია, დღეს არ არის საქართველოში ის სიტუაცია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღესვე შევძლოთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მუდმივი აპელირება. ცივილიზებული სამყაროსთვის, რაც შეიძლება მეტჯერ და ხმამაღლა იმის შეხსენება, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ რუსეთის მიზანი, რომ შეაგუოს ქართული საზოგადოება და უცხოელი პარტნიორები, ახალ რეალობას, რომელსაც ისინი შექმნილ მდგომარეობას უწოდებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება მომენტი, აგრესორს პერსპექტივა არ აქვს და საქართველო აღიდგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ცხინვალსა და სოხუმში"- განაცხადა "ნიუპოსტთან" თამრიკო ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






