„პუტინის ვიზიტი აფხაზეთში არის მცდელობა, ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციისა“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:00, 08 Aug, 2017     1522

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა:

„დღეს, როდესაც საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს არის სრულიად უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია, რაიმენაირად გამართლდეს 2008 წლის ჯერ ოკუპაცია და შემდეგ გადაწყვეტილება, ერთიანი სახელმწიფოს დაშლის. ამ მცდელობებს პასუხად მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას. არასდროს არანაირი ხელოვნური მავრთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები არ გაყოფს, მთლიანობას და ურყევობას ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს და საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული. ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია. არანაირი ახალი ამბავი, ან ახალი რეალობა, ან ახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის. 2008 წელს კი არა 1921 წელს ქართველმა ბოლშევიკებმა მთელი საქართველო გადაუფორმეს საბჭოთა კავშირს და შულავერები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც ბოლოს მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში დევნილ მოსახლეობას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, პირველ რიგში, არის ჩვენს სიმტკიცეში და ურყევობაში. არაფრის დიდებით არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე თითქოს საქართველო რაიმენაირად იყოს გაყოფილი, ან რაიმე ფორმით შერყეული. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე. ასე იქნება და ამითი ჩვენ მივაღწევთ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42