,,მე მჯერა, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნისწინაშე. ჩვენ ვდგავართ დღეს იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავის სისხლით გადაიხადა.
9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი დამოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია.
რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაცქართველმა ერმა კიდევ ერთხელ კაცობრიობის წინაშე განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი თავისუფალიარჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა.
მაშინვე, 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროშიაღიარეს. საქართველოს საზღვრების ურყეობა და მთლიანობა მაშინვე მთელმა კაცობრიობამ და მსოფლიოთანამეგობრობამ აღიარა.
2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთის ცდილობს, რომ ისისტორიული უსამართლობა - საქართველოს ოკუპაცია, გაამართლოს რამე სახის შეცდომით, თუ გადაცდომით, დარაღაცით ახსნას ეს უსამართლობა.
ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთშორისომეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილებისპრობლემას უქმნის.
რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგავართ არამარტოჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგევართ იმ სიმტკიცით რა სიმტკიცითაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა დღევანდელდ ღემდე მოვიტანეთ.
და დღეს, როდესაც საქართველოში, საქართველოს მხარეში, აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ეს სრულიად უშედეგო მცდელობაა, რამენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია.
რამენაირად გამართლდეს 2008 წლის გადაწყვეტილება, ჯერ ოკუპაცია და შემდეგერთიანი სახლემწიფოს დაშლისგადაწყვეტილება. პასუხად ამ მცდელობებს, მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არცერთი ქართველი არ ცნობსოკუპაციას.
არასდროს, არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობასდა ურყეობას ჩვენი ქვეყნისა.
პასუხად მე ამას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს და საქართველო ყოველთვის გამოსულაგამარჯვებული.
ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია, არანაირი ახალი ამბავი, ან ახალი რეალობა, ანახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის.
2008 წელს კი, არა 1921 წელს მთლიანად მთელი საქართველო გადაუფორმეს ქართველმა ბოლშევიკებმა საბჭოთაკავშირს და შულავერელები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროში აღმართვას,მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც მივაღწიეთ ბოლოს დამოუკიდებლობას.
მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩვენს დევნილ მოსახლეობას ჩვენი ტერიტორიულიმთლიანობის აღდგენა ჩვენს სიმტკიცეში და ურყეობაშია.
არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე, თითქოს საქართველო რამენაირად გაყოფილი, ან შერყეულია. საქართველოარის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე და ასე იქნება! ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენს ტერიტოიულ მთლიანობას დაჩვენს სუვერნიტეტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






