რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 9 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში კომენტარები კეთდება. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია მანამდე, სანამ რუსეთს გააჩნია ამბიცია, საქართველო იყოს მისი კოლონია და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო:
„ბევრი სვამს კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, 8 აგვისტო კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ეს შეუძლებელია, მანამდე, სანამ რუსეთს გააჩნია ამბიცია იმისა, რომ საქართველო იყოს მისი კოლონია და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხოლო ჩვენი მისია და ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ მუდმივად მობილიზებული ვიყოთ და გვქონდეს სრული მზაობა ქვეყანაში იმისათვის, რომ არც რუსეთს და არც არანაირ მტერს არ მივცეთ იმის საშუალება, წაგვართვას ის, რაც სისხლით არის მოპოვებული“, - აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






