აქციის ორგანიზატორების თქმით, მონაწილეების 09:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკირბებიან და იქიდან 10:00 საათზე დაიძრებიან ყარაფილას მიმართულებით. მათი განცხადებით, 11:00 საათზე იქნებიან ყარფილაში და იქიდან მოეწყობა ცოცხალი ჯაჭვი.
რაც შეეხება ენგურის ხიდზე დაგეგმილ აქციას, მისი ორგანიზატორია ,,ქრონიკა+“-ის და ,,ემგრანტები ახალი საქართველოსთვის“.
ელისო კილაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები იკრიბებიან ქუთაისში ცენტრალუ მოედანზე, საიდანაც დაიძრებიან 11:00 საათზე. ,,14:00 საათისთვის ვიქნებით
რაც შეეხება მეორე აქციას, ის გაზეთ ”ქრონიკა +”-ისა და ორგანიზაცია ”ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის” ინიციატივით. ,,ძირითადი შეკრება კი გაიმართება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე 13:00 საათზე. 14:00 საათზე ჩვენ უკვე ვიქნებით ენგურის ხიდთან და იქ გავაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვს. ჩვენ გავაპროტესტებთ პუტინის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და მთელი მსოფლიო გაიგებს კიდევ ერთხელ, რომ რუსეთი ოკუპანტია” - აცხადებს ელისო კილაძე. მისი თქმით, აქციაზევე დაანონსდება ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის ბრძოლა.
მასალის გამოყენების პირობები






