მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, წინასაარჩევნოდ, 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის შემოწირულობა 22-ჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ერთად აღებულ შემოწირულობას. ქართულ ოცნებას ივლისში 1 270 000 ლარი შესწირეს.
შემოწირულობის მიხედვით, მეორე ადგილზე ევროპული საქართველოა. პირველი ივლისიდან პირველაგვისტომდე პერიოდში ევროპულმა საქართველომ 36 000 ლარიმიიღო შემოწირულობის სახით.
შემდეგ მოდის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 11 000 ლარით. გირჩის 8300 ლარიშესწირეს. დამოუკიდებელი კანდიდატ ალეკო ელისაშვილის კი 3120 ლარი აქვს.
ერთიანი კომუნისტური პარტიის შემოწირულობა ივლისში 268 ლარი იყო, საქართველო მშვიდობისათვის - 200 ლარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 102 ლარი, რესპუბლიკური პარტია - 20 ლარი.
სხვა პარტიებს კი შემოწირულობის სახით ამ თვეში ჯერ ერთი თეთრიც კი არ მიუღიათ.
მასალის გამოყენების პირობები






