მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის თითქმის ყველა შემოწირულობას, რომელიც შეადგენს რამდენიმე ათას ლარს.
“ჩვენ თითქმის ყველა შემოწირულობასთან მიმართებით, რომელიც აჭარბებს რამდენიმე ათას ლარს, დავიწყებთ მათ გადამოწმებას, რათა დავადგინოთ, რამდენად ჰქონდა შემომწირველს შესაბამისი მატერიალური რესურსი და ფინანსური ბრუნვა იმისთვის, რომ დავადგინოთ შემოწირულობის წარმომავლობა და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპის მდგომარეობით, ყველაზე დიდი შემოწირულობები აქვს “ქართულ ოცნებას”, შემდეგ არის “ევროპული საქართველო” და “გირჩი”. დანარჩენ პარტიებთან მიმართებაში შემოწირულობები უმნიშვნელოა. ამ სამი პარტიის შემომწირველების მიმართ უკვე დავიწყეთ მოკვლევა. შემოწირულობებს ადგილი აქვს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან”, - განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






