ტექნოპარკში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
პოლიტიკა - 16:56, 07 Aug, 2017     977
ტექნოპარკში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ გააცნო.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს წარუდგინეს გაწეული სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესმენების მხრიდან ძირითადი კითხვები გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულების მექანიზმების შესახებ დაისვა. ასევე, გამოითქვა მოსაზრებები პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესწრეების წარმომადგენლები ყველა მოსაზრებებს და წინადადებებს მერიას აგვისტოს ბოლომდე წარუდგენენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა იყო დღეს. ბიზნესის მხრიდან იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება ზედმეტად გამკაცრებული მარეგულირებელი ნორმები. კითხვები დაისვა ასევე მშენებლობის ნაწილში, პარკირების სისტემის განვითარების თემაზე, ასევე ტრანსპორტის საკითხებზე გამოითქვა მოსაზრებები. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც არის შემოთავაზებული გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა უკვე შედგა თბილისის საკრებულოში, არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42