კახა კუკავა ლეიბორისტებს, პატრიოტთა ალიანსს და ბურჯანაძის პარტიას მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას სთავაზობს
პოლიტიკა - 15:48, 07 Aug, 2017     2161
მერობის ერთიან კანდიდატზე საუბრობს ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი. კახა კუკავა აცხადებს, რომ ცალკეული კანდიდატების დასახელება ოპოზიციური პარტიების მხრიდან ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ინტერსებს ემსახურება. კუკავა ერთიან კანდიდატზე შესაჯერებლად ლეიბორისტებს, პატრიოტთა ალიანსსა და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას მიმართავს.

,,2 თვეზე ოდნავ მეტი რჩება ადგილობრივ არჩევნებამდე. სამწუხაროდ, მიუხედავად „თავისუფალი საქართველოს“ მიერ არაერთი მოწოდებისა, რომ შევჯერებულიყავით ერთიან კანდიდატებზე - ცალკეულმა პარტიებმა და ჯგუფებმა უკვე დაიწყეს საკუთარი კანდიდატურების წამოყენება, რაც წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე.

სამწუხაროა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ოპოზიციამ ვერ გამოიტანა გაკვეთილი: შევახსენებთ, ფართო საზოგადოებას, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახა ოპოზიციის მხოლოდ იმ ნაწილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკში იყო გაერთიანებული, ხოლო დანარჩენი პარტიები (რომლებიც ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებლებს გეგმავდნენ) პარლამენტს მიღმა დარჩნენ. ოპოზიციის პარტიული კანდიდატები დამარცხდნენ უკლებლივ ყველა საარჩევნო ოლქში.

მივმართავთ ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან ასოცირებული არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც ნაციონალურ მოძრაობასთან: მიმდინარე კვირის ბოლომდე დავასრულოთ კონსულტაციები და შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მივმართავთ პირველ რიგში ლეიბორისტულ პარტიას, დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს - სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 2 პარტიული კოაბიტაციის მახინჯი პროცესი. ჩვენის მხრივ მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე.

„თავისუფალი საქართველო“ მიმდინარე კვირის ბოლომდე დაელოდება ოპოზიციური პარტიების შემხვედრ პოზიციას, რის შემდეგაც მომავალ კვირას დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას - დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად” -აცხადებს კუკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42