რუსეთ - საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გორში 7 და 8 აგვისტოს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, დღეს 21:00 საათზე გორის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან მოეწყობა სანთლების ტრადიციული აქცია.
მონაწილეები ასევე გაუშვებენ ფრანებს, რომლებსაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელები ეწერება. ხოლო 8 აგვისტოს, ღონისძიებები დილის 11 საათიდან დაიწყება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქში არსებულ მემორიალებს ყვავილებით შეამკობენ.
გორის საკათედრო ტაძარში კი ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ერთობლივ წირვა-ლოცვას დილის 9 საათზე აღავლენს. ხვალიდან ერთი კვირის განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მოეწყობა ფილმების ჩვენება. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივი მცხოვრების, ლია ჩლაჩიძის სახლში ომის მუზეუმი გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






