პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ სოხუმში - ოპოზიცია მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:24, 07 Aug, 2017     1908
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიცია მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

თბილისის მეერობის კანდიდატის ზალიკო უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტი, რუსეთის მხრიდან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის საპასუხო ქმედებაა.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, თავისებურ საპირწონედ აირჩიეს კრემლში, იმისთვის, რომ დაებალანსებინათ, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი. შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე, პუტინის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე სასაცილოდ, ისე გაუაზრებლად და მდაბიურად გამოიყურება, რომ კლოუნადასაც ვეღარ დაუძახებ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

”ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პუტინი ამ ქმედებით, საკუთარ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ რუსეთი პოლიტიკას არ ცვლის.

„პუტინი აჩვენებს თავის დამოკიდებულებას. ის ილუზია, რომ რუსეთი შეიძლება შეიცვალოს, ილუზიადვე დარჩა, მაგრამ უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომ რუსეთი არ იცვლება. საქართველო აღარ არის მსოფლიო ყურადღების ცენტრში და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა და დღეს „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ოკუპაციის კანონიც კი შეცვალოს და ამას დაახლოებით, ხუთი წლის განმავლობაში ვეწინააღმდეგებით,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში შემოჭრის 9 წლის თავზე, 8 აგვისტოს, პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა რაულ ხაჯიმბასთან.

რუსეთის დუმას დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კონსტატნტინ ზატულინის განცხადებით, პუტინის აფხაზეთში ვიზიტი უკავშირდება ,,რთულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას“ და საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს.

რუსულ გამოცემაში აღნიშნულია, რომ პენსმა საქართველოში სტუმრობისას ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42